ეფრემ მცირე

ეფრემ მცირე
XI საუკინეში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირის, XIს-ის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი.მან შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრა: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს. 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს, ამასთან მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება. 3. ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში, განსაკუთრებით ეგზეგეტიკური მწერლობის განვითარებაში. მან იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით დაწერა ეპისტოლეთა თარგმანები ანუ განმარტება, შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითის კატენებისა, თარგმნა ეკლესიასტე კომენტარები გრიგოლ ნეოკესარიალისა, ეზეკილის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ეფრემ ასურის, კასიანე ჰრომაელის, პალადიოს ელენოპოლელისა და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებანი. მან საფუძველი ჩაუყარა ფილოსიფიური აზროვნების ორ ნაკადს: არისტოტელიზმს (იოანე დამასკელის მიერ გადამუშავებული სახით) და ნეოპლატონიზმს. შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში მნიშვნელოვანი იყო არეოპაგიტული მოძღვრება, რომლის შემოტანა ქართულ სინამდვილეში დაკავშირებულია ეფრემ მცირესთან. მის მიერ თარგმნილმა არეოპაგიტულმა კორპუსმა და კომენტარებმა დიდი როლი ითამაშა ქართული ნეოპლატონიზმის განვითარებაში. მან თავისი დროის ფილოსოფიური აზროვნება მაღალ დონეზე აიყვანა და დახვეწა.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1,-თბ,- 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "ეფრემ მცირე" в других словарях:

  • Ephrem Mtsire — or Ephraim the Small ( ka. ეფრემ მცირე) (died c. 1101/3) was a Georgian monk at Antioch, theologian and translator of patristic literature from Greek. Information as to Ephrem’s life is scarce. Early in life he received a thorough Hellenic… …   Wikipedia

  • Georgischer Dichter — Diese Liste der georgischen Schriftsteller ist eine unvollständige alphabetische Aufstellung der georgischen Schriftsteller. Die georgischen Namen werden vom georgischen Alphabet entsprechend den gültigen Regeln phonetisch übertragen. Die hier… …   Deutsch Wikipedia

  • Georgischer Schriftsteller — Diese Liste der georgischen Schriftsteller ist eine unvollständige alphabetische Aufstellung der georgischen Schriftsteller. Die georgischen Namen werden vom georgischen Alphabet entsprechend den gültigen Regeln phonetisch übertragen. Die hier… …   Deutsch Wikipedia

  • Liste georgischer Schriftsteller — Inhaltsverzeichnis A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z Diese Liste der georgischen Schriftsteller ist eine unvollständige alphabetische Aufstellung der georgischen Schriftsteller. Die georgische …   Deutsch Wikipedia

  • ЕФРЕМ МЦИРЕ — (Малый) [Каричисдзе; Грузин, Философ; груз. ეფრემ მცირე], прп. Грузинской Православной Церкви (пам. груз. 18 янв.), игум. Кастанского мон ря на Чёрной Горе (близ Антиохии, Сирия); груз. церковный писатель, богослов, филолог, переводчик,… …   Православная энциклопедия


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»